სკოლის მართვის და ლიდერობის  ყოველწლიური კონფერენცია - მიზნად ისახავს სკოლის მართვის  და პროფესიული განვითარების მიმართულებით  საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

კონფერენცია კიდევ ერთი საშუალებაა სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარებისათვის. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, გააცნონ და გაუზიარონ საკუთარი მიღწევები კოლეგებსა და ფართო საგანმანათლებლო საზოგადოებას.

9-10 სექტემბერი, 2017 წელი, თბილისი, საქართველო. სასტუმრორადისონ ბლუ ივერია

კონფერენცია ლიდერობის აკადემიის ფარგლებში იმართება.  ლიდერობის აკადემია „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის" გრძელვადიანი ტრენინგმოდულების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლის მიზანია დირექტორებისა და პროექტის  სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორების პროფესიული განვითარება.

ლიდერობის აკადემია სამი დონისგან შედგება  და მოიცავს 11 ტრენინგმოდულს, რომლებიც 2016-2018 წლების განმავლობაში  ჩატარდება. 

პროფესიული განვითარების პროგრამის წარმატებით დასრულება დაეხმარება  სკოლის დირექტორებს, გააუმჯობესონ  საკუთარი  პრაქტიკა შემდეგი მიმართულებებით: 

გარდა ტრენინგებისა, პროექტის ფარგლებში დირექტორებისათვის იმართება კვარტალური შეხვედრები, სადაც მათ აქვთ შესაძლებლობა, კოლეგებს გაუზიარონ აკადემიაში მიღებული ცოდნა და პროფესიული გამოცდილება, საკუთარ კონტექსტზე დაყრდნობით შეარჩიონ საუკეთესო გზები და შესაძლებლობები.

ლიდერობის აკადემიის ყოველი დონის  წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები იღებენ სერტიფიკატს.