საჩხერის მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა სამხრეთ აფრიკაში დირექტორთა საერთაშორისო ყრილობაში მიიღო მონაწილეობა

26.09.2017

 

საჩხერის #3 საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ჩიხლაძემ  სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში სკოლის დირექტორთა საერთაშორისო კონფედერაციის მე-13 ყრილობაში მიიღო მონაწილეობა. ნინო ჩიხლაძემ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილ სკოლის დირექტორებს გაუზიარა საკუთარ გამოცდილება, თუ რა ცვლილებები განახორციელა სკოლაში, მას შემდეგ რაც  „სკოლების მართვის გაუმჯობესების - ლიდერობის აკადემიის“ ტრენინგმოდულებში ჩაერთო.

„ლიდერობის აკადემია“  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს  „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის პროფესიული განვითარების კურსია, რომელსაც პროექტის ფარგლებში სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს.