გამოცხადდა საჯარო სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე“

21.08.2017

გამოცხადდა საჯარო სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე“

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, აცხადებს რეგისტრაციასსკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველთათვის. 

სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაჩატარდება 2017 წლის 9-10 სექტემბერს, თბილისშისასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში“.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა ელექტრონული რეგისტრაცის გავლა.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.teec.ge. რეგისტრაცია შეწყდება 24 აგვისტოს, დღის 12:00 საათზე. 

კონფერენცია განკუთვნილია საქართველოს საჯარო სკოლების მოქმედი დირექტორებისთვის.

კონფერენციაში მონაწილეობას შეძლებს პირველი 200 მსურველი, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

o   არის საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი;

o   წარმატებით აქვს გავლილი ლიდერობის აკადემიის ტრენინგ-მოდულები (ლიდერობის აკადემია 1, ლიდერობის აკადემია 2, . 1-2). 

მისი მიზანია პროექტის ფარგლებში ტრენინგ-მოდულებისა და კვარტლური შეხვედრების შედეგად მიღებული გამოცდილების, სკოლის მართვისა  და პროფესიული განვითარების მიმართულებით  საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. შესაბამისად, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ დირექტორებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროექტის აღნიშნულ აქტივობებში

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო რგანიზაციების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები  და განათლების სფეროს ექსპერტები. კოლეგებისა და ფართო საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის საკუთარ გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა მიეცემათ საჯარო სკოლების დირექტორებს, რომელთა მოხსენებებიც კონკურსის გზით შეირჩევა. თითეული სესიის ბოლოს გაიმართება დისკუსია.

ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

პროექტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ კონფერენციის ყველა მონაწილეს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობები. შესაბამისად, საქართველოს რეგიონების სკოლების წარმომადგენლებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან რეგისტრაციას, პროექტი  შესთავაზებს სასტუმროში განთავსებას (ამის შესახებ  მონაწილე რეგისტრაციის დროს მიიღებს დამატებით ინფორმაციას).  

დამატებით კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ტელ: 2 200220 (47 08); ელ.ფოსტა: Info@tpdc.ge