საჯარო სკოლის დირექტორებისთვის “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართა

12.09.2017

საჯარო სკოლის დირექტორებისთვის “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართა

 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, საჯარო სკოლის დირექტორებისთვის სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაგაიმართა.

სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციისსიტყვით მიმართეს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ხელმძღვანელებმა.

კონფერენციის მონაწილეებმა, რომელსაც 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და 50-ზე მეტი ქართველი და უცხოელი განათლების ექსპერტი დაესწრო - ერთმანეთს სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით  საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს და განათლების მართვის სფეროში არსებული ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ახალი ტიპის სკოლის დირექტორის როლზე მოსწავლეზე ორიენტირებული სისტემის შექმნაში, სკოლის ეფექტურ მენეჯმენტზე, სასკოლო სერვისების განვითარებაზე, სკოლაში ინოვაციების დანერგვაზე, სკოლის განვითარების მიმართულებით მიღწევებსა და გამოწვევებზე  საქართველოსა და საერთაშორისო კონტექსტში.

სკოლის დირექტორებმა მოხსენებები გააკეთეს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა  ხარისხის მართვა სკოლაში, სასწავლო პროცესის ლიდერობა, სკოლის საჭიროებების განსაზღვრა და ეფექტიანი ინტერვენცია, მშობელთა ჩართულობა, სახალისო სწავლების დანერგვის  გამოცდილება და სხვა.

მონაწილეებმა დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-იდან მოწვეულ მომხსენებლებთან ერთად იმსჯელეს სკოლის ლიდერის როლზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაძლიერებაში, სკოლის განვითარებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრასა, სკოლის ეფექტიანობაზე და სხვა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა. მან აქცენტი სწორედ ეფექტურ მართვაზე, მოსწავლეზე ორიენტირებულ-მოსწავლის მრავალფეროვანი ინტერესების გამოყენებასა და მათი მისწრაფებების განხორციელების მნიშვნელობაზე გააკეთა.

საქართველოს განათლებისა და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელის, ქალბატონ მარიამ ჯაშის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის ქალბატონი ქეთევან ნატრიაშვილის მხრიდან  განსაკუთრებული ყურადღება მიექცა იმ სისტემურ და საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ხორციელდება და  დაგეგმილია უახლოეს მომავალში  სისტემის მეტად მოსწავლეზე ორიენტირებულად გახდომისათვის, მაგალითად, პროფესიული კომპონენტის განვითარება სკოლის დონეზე, შრომითი უნარების განვითარებისათვის სახელმწიფოს ინიციატივა სკოლასა და პროფესიულ კოლეჯს შორის თანამშრომლობის და სხვა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ეროვნულ სასწავლო გეგმაში დაგეგმილ ცვლილებებზე და მის დანერგვაში სკოლის დირექტორის როლზე ისაუბრა.

სესიის მთავარ მომხსენებლებთან დისკუსია მოხსენებების შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„21- საუკუნის სკოლის მახასიათებლები უკვე სრულიად სხვა გამოწვევების წინაშე აყენებს როგორც სკოლის დირექტორს, ისე მასწავლებელს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ექსკლუზიური, განახლებული ცოდნა მივაწოდოთ სასკოლო საზოგადოებას და ახალი უნარებით ავღჭურვოთ ისინი. მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი სწორედ ამ სიახლეზეა ორიენტირებული და ეს მოსწონთ პროექტში ჩართულ მონაწილეებს. ყოველივე ამას მივყავართ პროექტის ძირითადი მიზნისკენ  - მოსწავლეებმა თავი იგრძნონ უკეთეს გარემოში, მიიღონ უკეთესი ცოდნა, რაც მათ სამომავლო პერსპექტივებზე აისახება,“ განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა.

ჩვენი ფონდის მისიაა, ხელი შევუწყოთ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმებს და დავნერგოთ პროგრამები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის.  ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ზოგადი განათლების პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს 21-ე საუკუნის სკოლის მოდელის დანერგვა.  შესაბამისად, ლიდერობის აკადემია გვაძლევს დირექტორებისა და სკოლის ბაზაზე მოქმედი ფასილიტატორების პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, იმისათვის, რომ წარმატებით და ეფექტიანად მოხდეს ჩვენი საჯარო სკოლების მართვა და 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამისი, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა,” განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს, აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

ხშირ შემთხვევაში, დირექტორები აქცენტს მხოლოდ პროცესების მართვაზე აკეთებენ, სასწავლო პროცესის ხარისხის  გაუმჯობესებაში კი ნაკლებად ერთვებიან.  პროგრამის დასრულებისთვის ყველა საჯარო სკოლის დირექტორს გრძელვადიანი მომზადების კურსი ექნება გავლილი, რომელიც გარდა მენეჯერული უნარებისა, მათ სასწავლო პროცესის,  მოსწავლის და ზოგადად ეროვნული მიზნების მიღწევის გზების განსაზღვრაში დაეხმარებათ,“ განაცხადა მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერმა ირინა აბულაძემ.