პოლ უოტკინსონი
ჰეილებარის (Haileybury International Boarding School) საერთაშორისო სკოლის მმართველი დირექტორი, დიდი ბრიტანეთი, ლონდონი.
პოლ უოტკინსონი

პოლ უოტკინსონი

ჰეილებარის (Haileybury International Boarding School) საერთაშორისო სკოლის მმართველი დირექტორი, დიდი ბრიტანეთი, ლონდონი.

იხილეთ პრეზენტაცია GEO ENG

მას შემდეგ, რაც დაამთავრა „ქალაქის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა“ 1991 წელს ლონდონში  ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხით, პოლი მუშაობდა მენეჯერის თანამდებობებზე სხვადსხვა კომპანიებში. 2008 წელს პოლმა დაიწყო მუშაობა სკოლის ფინანსურ მენეჯერად და გამგის კლერკად ჰეილებარის სკოლაში, ერთ-ერთ ელიტარულ საერთაშორისო კერძო სკოლაში, ინგლისში, ლონდონის მახლობლად.  

 „ჰეილებარი ფაქტობრივად აღწევს იმას, რითაც ბევრი თავს იწონებს, ეს არის მრავალდარგოვანი განათლება, რაც ძალიან საინტერესოა მათთვის ვისაც სურს იყვნენ ჩართულნი ყველაფერში, რასაც სკოლა სთავაზობს“. ჰეილებარი, ორივე სქესის ბავშვებისთვის განკუთვნილი კერძო დღის სკოლა 11-18 წლის მოსწავლეებისთვის, სთავაზობს მასტიმულირებელ გარემოს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ გამოსცადონ საკუთარი თავი, აღმოაჩინონ თავისი თვითმყოფადობა და ჩამოყალიბდნენ თავდაჯერებულ და კეთილშობილ ზრდასრულ ადამიანებად. ჰეილებარი არის განსაკუთრებული ადგილი წავლისათვის, საცხოვრებლად და მეგობრების შესაძენად. მაღალი ხარისხის აკადემიური და პროგრამების პარალელური აქტივობების საშუალებებთან ერთად ჰეილებარი თითოეულ მოსწავლეს სთავაზობს უსაფრთხო და  მზრუნველ გარემოს, სადაც ისინი შეძლებენ აღმოაჩინონ თავისი გატაცებები და ჩამოაყალიბონ საკუთარი მომავალი“.   

ჰეილებარის აქვს მომსახურების ძლიერი ეთოსი არა მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში, არამედ მთელს მსოფლიოში. სკოლა ერთგულად ავითარებს ამ ეთოსს თანამედროვეობასთან შესაბამისად, პასუხობს საზოგადოების ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო საჭიროებებს და მხარს უჭერს ბევრ სხვადასხვა სახის  ქველმოქმედებას. ჰეილებარის აქვს ორი სკოლა საზღვარგარეთ: ჰეილებარი ალმა-ატა და ჰეილებარი ასტანა. სხვა სკოლები ჩამოყალიბების პროცესშია. 

პოლი არის ჰეილებარი ალმა-ატას და ჰეილებარი ასტანას სკოლების მმართველი და უძღვება ბიზნესის განვითარებას საზღვარგარეთ არსებულ სკოლებში. ორივე სკოლა მუშაობს ბრიტანული პროგრამით, რომელიც იზიარებს კოლეჯის ძირითად ღირებულებებს და კონცენტრირებულია კეთილშობილი მოქალაქეების აღზრდაზე, რომლებიც შეძლებენ და ექნებათ სურვილი შეიტანონ თავისი წვლილი საზოგადოებაში.

 

ვიდეოს ყურება
ფიონა პოკოკი
ბოსუორსის დამოუკიდებელი კოლეჯის დირექტორი (Bosworth Independent College), დიდი ბრიტანეთი
ფიონა პოკოკი

ფიონა პოკოკი

ბოსუორსის დამოუკიდებელი კოლეჯის დირექტორი (Bosworth Independent College), დიდი ბრიტანეთი

იხილეთ პრეზენტაცია GEO ENG

ფიონამ დაიწყო მისი კარიერა როგორც მასწავლებელმა და შემდეგ განაგრძო უნივერსიტეტში ფრანგული და ლათინური ენებისა და გამოყენებითი ლინგვისტიკის ლექტორად, მანამ გადავიდოდა კომერციულ სამყაროში „გლობალური ინტერნეტ ტექნოლოგიების სწავლების“ მენეჯერის თანამდებობაზე. შემდგომში ის მუშაობდა ორივე, ოქსფორდის საერთაშორისო და ოქსფორდის პრაქტიკული მეცადინეობის კოლეჯების დირექტორად, სადაც მთლიანად დაჰყო 29 წელი. 2014 წელს დაიწყო მუშაობა ბოსუორსის დამოუკიდებელი კოლეჯის (წამყვანი საერთაშორისო კერძო საშუალო სკოლა ქალაქ ნორსჰემპტონში) დირექტორის თანამდებობაზე, სადაც სიამოვნენით მუშაობს დიდი მისწრაფების მქონე და სწავლაზე კონცენტრირებულ მოსწავლეებთან გაერთიანებული სამეფოდან და სხვა ქვეყნებიდან.  

ევროპის ფორმირების საერთაშორისო ცენტრის (CIFE ) აკადემიურ ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის შემდეგ ის 2000-იანი წლების დასაწყისში გადავიდა ევროპის ფორმირების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარედ. ფიონა პოკოკი კვლავ ჩართულია ევროპის ფორმირების საერთაშორისო ცენტრის, კერძოდ 6-წლიანი დამოუკიდებელი კოლეჯების პროფესიული ასოციაციის საქმიანობაში, სადაც ამზადებს ყოველწლიურ ლექციებს.  

ის იყო “დამოუკიდეელი უმაღლესი განათლების”, უწინ “ისწავლე ბრიტანეში”, დირექტორთა საბჭოს წევრი 6 წლის განმავლობაში და ამჟამად იგი ჩართულია მისი ქვეჯგუფის „გაერთიანებული სამეფოს განათლების ექსპორტი“ შექმნაში.

ბოსუორსში მუშაობის პერიოდში ფიონა განსაკუთრებით ამაყობს გუნდში არსებული ატმოსფეროთი და სჯერა, რომ ეს არის ხალხი, რომლების დამსახურებაა ბოსუორსის დამოუკიდებელი კოლეჯის უნიკალურობა. ფიონა განმარტავს: „სტუდენტები, მასწავლებლები და კოლეჯის თანამშრომლები მუშაობენ ერთად როგორც გუნდი, რათა უზრუნველყონ საუკეთესო აკადემიური შედეგები მზრუნველ, უსაფრთხო და ბედნიერ გრემოში“.

 „სტუდენტები იზიარებენ იმ მაღალ და რეალისტურ მისწრაფებებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს მათთვის და რის საშუალებითაც წვლილი შეგვაქვს ჩვენი მთლიანი გლობალური საზოგადოების კეთილდღეობაში. ჩვენ გვაქვს მდიდარი და მრავალფეროვანი ინდივიდუალობა, რომლითაც ხელს ვუწყობთ მაღალ ხარისხს და აღვნიშნავთ ინდივიდუალურ მიღწევას, მათ შორის მხიარულებას და თვითმყოფადობას. რასაკვირველია შეფასება მნიშვნელოვანია, მაგრამ ის დამოკიდებულია თითოეულ ინდივიდზე და იმაზე თუ რა ესაჭიროებათ და რისი მიღწევა შეუძლიათ მათ“. 

 

 


ვიდეოს ყურება
კენ უოლში
დეკანი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივესიტეტი (SDSU), საქართველო
კენ უოლში

კენ უოლში

დეკანი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივესიტეტი (SDSU), საქართველო

იხილეთ პრეზენტაცია GEO ENG

დოქტორი კენ უოლში არის SDSU საქართველოს კამპუსის დამაარსებელი დეკანი. ის მუშაობდა პროფესორის და თავმჯდომარის თანამდებობებზე სამოქალაქო, სამშენებლო და ეკოლოგიური ინჟინერიის განყოფილებაში და იკავებდა შეწირულობის მქონე მენარდეთა გენერალური ასოციაციის ს.როელის სახელობის თანამდებობას მშენებლობის ორგანიზებისა და მართვის ფაკულტეტზე სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან მიიღო სამეცნიერო ბაკალავრის ხარისხი ინჟინერიაში, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხები  სამოქალაქო ინჟინერიაში არიზონას სახელმწიფო ინივერსიტეტში.  ის მუშაობდა სამოქალაქო ინჟინრად ქ.ფენიქსში 1986-დან 1994 წლამდე, როდესაც ის შეუერთდა ფაკულტეტს არიზონას შტატში. ის გადავიდა სან დიეგოს შტატში 2002 წელს, სადაც დაიწყო მუშაობა განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობაზე 2001-დან 2014 წლამდე. კენმა გამოაქვეყნა 80-ზე მეტი სტატია საარქივო ჟურნალებსა და კონფერენციებზე და ჩაატარა სამ მიილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კვლევა, რომლის კვლევის საგანი იყო ყაირათიანობის გაუმჯობესება სამშენებლო პროცესში და მომარაგების ქსელებში, რომელშიც ჩართული იყო სამშენებლო მრეწველობის ინსტიტუტის (CII) ხუთი კვლევითი ჯგუფი. კენი დარეგისტრირებულია სამოქალაქო ინჟინრად არიზონასა და ნევადის შტატებში. იგი იკავებდა გენერალური მდივნის თანამდებობას ეკონომიური მშენებლობის საერთაშორისო ჯგუფში (IGLC) 2012-2014 წლებში, სამეცნიერო (2010) და საორგანიზაციო თავმჯდომარეების (2012) ადგილებს ეკონომიური მშენებლობის საერთაშორისო ჯგუფის კონფერენციებზე.         

კენი სამოქალაქო ინჟინერიის ამერიკულმა საზოგადოებამ დააჯილდოვა ორივე რეგიონული და ეროვნული დანიელ მიდის ჯილდოთი საინჟინრო ეთიკისათვის და ედმუნდ ფრიდმანის ჯილდოთი პროფესიული მიღწევისათვის. ის დააჯილდოვა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსტიტეტის პრეზიდენტის ლიდერობის ფონდმა (2014 წელს) და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსტიტეტის კურდამთავრებულთა ასოციაციამ ფაკულტეტისათვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის 2010-11 წლებში („ფაკულტეტის მონტი“). ის არის ამერიკის პროფესიონალ ექსპერტ შემფასებელთა ასოციაციის საპატიო წევრი. ის ასევე დასახელდა ღირსშესანიშნავ პროფესორად სამოქალაქო, სამშენებლო და ეკოლოგიური ინჟინერიის ფაკულტეტზე სან დიეეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 წელს, ასევე ფლობს ეროვნულ ჯილდოს სწავლებაში, რითიც დააჯილდოვა სამშენებლო სკოლების გაერთიანებამ. ის არის სამოქალაქო ინჟინერთა ამერიკული საზოგადოების წევრი, შემდგომი დაძაბვის ინსტიტუტის, ასევე Tau Beta Pi-ს, Chi Epsilon-ის და Sigma Lambda Chi-ს საპატიო წევრი.    

ვიდეოს ყურება
ნონა ჩუბინიძე
სსიპ ქალაქ ქუთაისის №14 საჯარო სკოლის დირექტორი
ნონა ჩუბინიძე

ნონა ჩუბინიძე

სსიპ ქალაქ ქუთაისის №14 საჯარო სკოლის დირექტორი

იხილეთ პრეზენტაცია GEO ENG

ნონა ჩუბინიძეს სკოლის დირექტორად მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს. კონფერენციის მონაწილეებს იგი გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ შეიძლება მინიმალური დანახარჯებით და მაქსიმალური ძალისხმევით შევცვალოთ სასკოლო კულტურა უკეთესობისაკენ. მისი აზრით, თუ სკოლაში არსებული ყველა რესურსი ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, სკოლა შეძლებს გახდეს მოსწავლეზე ორიენტირებული და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სასწავლო შედეგები. 

ვიდეოს ყურება
ნათია სულავა
სსიპ ქალაქ ქუთაისის №12 საჯარო სკოლის დირექტორი
ნათია სულავა

ნათია სულავა

სსიპ ქალაქ ქუთაისის №12 საჯარო სკოლის დირექტორი

იხილეთ პრეზენტაცია GEO ENG

ნათია სულავას სკოლის დირექტორად მუშაობის შვიდწლიანი გამოცდილება აქვს. ის ამჟამად ქუთაისის №12 საჯარო სკოლას უდგას სათავეში.  მისი სკოლა ინკლუზიურ განათლებაში 2008 წლიდან  ჩაერთო და დღეისათვის 30 სსსმ მოსწავლის ინტეგრირებას ახდენს სასწავლო პროცესში. 

 

კონფერენციაზე მას სურს კოლეგებს გაუზიაროს რამდენიმე აქტივობა, რომლებიც ხელს უწყობს სკოლას მუშაობაში და არ აძლევს სასკოლო საზოგადოებას სსსმ მოსწავლეებთან გაუცხოების საშუალებას. 

ვიდეოს ყურება
მორის დანდურიშვილი
სსიპ ქალაქ ხაშურის №1 საჯარო სკოლის დირექტორი
მორის დანდურიშვილი

მორის დანდურიშვილი

სსიპ ქალაქ ხაშურის №1 საჯარო სკოლის დირექტორი

იხილეთ პრეზენტაცია GEO ENG

მორის დანდურიშვილი სამი წელია, რაც ხაშურის №1 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს.  მას სურს, საკუთარი სკოლის მაგალითზე კონფერენციის მონაწილეებს გაუზიაროს, თუ როგორ გამოიყენა სკოლაში არსებული ადამიანური რესურსი სწავლა/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად. 

 

მას მიაჩნია, რომ კონკურენტულ გარემოში სკოლის წარმატებულ ფუნქციონირებას განაპირობებს ისეთი სასწავლო გარემო, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეზე და საზოგადოებას სთავაზობს სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდებს. ის ცდილობს, მუშაობისას განახორციელოს ისეთი აქტივობები, რომლებიც სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, ასევე სკოლისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს.  

ვიდეოს ყურება
მარინა ისკაკოვა
სსიპ ქუთაისის №3 საჯარო სკოლის დირექტორი
მარინა ისკაკოვა

მარინა ისკაკოვა

სსიპ ქუთაისის №3 საჯარო სკოლის დირექტორი

იხილეთ პრეზენტაცია GEO ENG

მარინა ისკაკოვას განათლების სისტემაში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. ის ამჟამად ქუთაისის №33 საჯარო სკოლას უდგას სათავეში. მას მიაჩნია, რომ სკოლის წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას სწავლა/სწავლების ხარისხის შეფასების  ეფექტური და გამჭვირვალე სისტემა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით მას სურს, კონფერენციის მონაწილეებს გაუზიაროს პროექტი, რომელიც საკუთარ სკოლაში დანერგა. კერძოდ, ის ისაუბრებს სკოლაში საინფორმაციო-კომპიუტერული ტექნოლოგიების მეშვეობით შეფასების კულტურის ხელშეწყობაზე. 

 მისი აზრით, „სისტემური შეფასების სისტემა“ სკოლის სანდოობის ხარისხს აამაღლებს.  

ვიდეოს ყურება
მარიზა აბაშიძე
სსიპ ბათუმის №2 საჯარო სკოლა
მარიზა აბაშიძე

მარიზა აბაშიძე

სსიპ ბათუმის №2 საჯარო სკოლა

იხილეთ პრეზენტაცია GEO ENG

მარიზა აბაშიძეს სკოლის დირექტორად მუშაობის ცამეტწლიანი გამოცდილება აქვს. ამჟამად ის ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის ლიდერია. სკოლაში 1900-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს და 100-ზე მეტი პედაგოგი მუშაობს. კონფერენციაზე მას სურს, კოლეგებს გაუზიაროს პროექტი, რომლის მიზანია თეატრის საშუალებით ძალადობასთან ბრძოლა. 

 

იგი მიიჩნევს, რომ პროექტის შედეგად მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან არაძალადობრივი ცნობიერების პროპაგანდაში, განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარები. სასკოლო პროექტში ჩაერთვებიან სსსმ მოსწავლეები, ხოლო სკოლის ადმინისტრაცია და მანდატურის სამსახური მიიღებენ ინფორმაციას პრობლემების სიღრმის, ასევე მათი გადაჭრის გზების თაობაზე.

ვიდეოს ყურება
მარიამ გარაშვილი
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №2 საჯარო სკოლის დირექტორი
მარიამ გარაშვილი

მარიამ გარაშვილი

სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №2 საჯარო სკოლის დირექტორი

იხილეთ პრეზენტაცია GEO ENG

მარიამ გარაშვილს განათლების სფეროში მუშაობის ცხრაწლიანი გამოცდილება აქვს. დღეს ის სათავეში უდგას სოფელ სართიჭალის №2 საჯარო სკოლას, სადაც 670 მოსწავლე სწავლობს. მას სურს, კონფერენციაზე ისაუბროს  მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემოს შექმნის აუცილებლობაზე, ასევე კოლეგებს გაუზიაროს საუკეთესო პრაქტიკები, რომლებიც საკუთარ სკოლაში დანერგა. მისი აზრით, ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური  პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას.   

ვიდეოს ყურება
მამუკა ხამხაძე
სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის №4 საჯარო სკოლის დირექტორი
მამუკა ხამხაძე

მამუკა ხამხაძე

სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის №4 საჯარო სკოლის დირექტორი

იხილეთ პრეზენტაცია GEO ENG

მამუკა ხამხაძე რუსთავის №4 საჯარო სკოლას სათავეში 2007 წლიდან უდგას. სკოლა დიდკონტიგენტიანია. აქ 1700-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს და 102 პედაგოგი ასწავლის. შესაბამისად, დირექტორს განსხვავებული ტიპის სამუშაოების შესრულება უწევს, დაწყებული სასწავლო პროცესის მართვიდან, დამთავრებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საკითხების გადაწყვეტით.  

კონფერენციაზე ის ისაუბრებს სკოლის დირექტორის, როგორც სასწავლო პროცესის ლიდერის, როლზე. მას სურს კოლეგებს გაუზიაროს აქტივობები, რომლებსაც სკოლაში ახორციელებს ეფექტური და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის შესაქმნელად. 

ვიდეოს ყურება
მაია მამისეიშვილი
სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის №1 საჯარო სკოლა
მაია მამისეიშვილი

მაია მამისეიშვილი

სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის №1 საჯარო სკოლა

იხილეთ პრეზენტაცია GEO ENG

მაია მამისეიშვილი უკვე ათი წელია სოფელ გეგუთის №1 საჯარო სკოლის დირექტორია. კონფერენციაზე მას სურს კოლეგებს ესაუბროს სკოლაში პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების გაზიარების აუცილებლობაზე.    

იგი მიიჩნევს, რომ კეთილგანწყობილი და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა მათი სკოლის სავიზიტო ბარათია. თანამშრომლობითი გარემო სკოლაში არა მარტო პროფესიულ დიალოგს უწყობს ხელს, არამედ სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესების საწინდარია.    

ვიდეოს ყურება
მაგდა ბარამიძე
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის №23 საჯარო სკოლის დირექტორი
მაგდა ბარამიძე

მაგდა ბარამიძე

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის №23 საჯარო სკოლის დირექტორი

იხილეთ პრეზენტაცია GEO ENG

მაგდა ბარამაძეს დირექტორად მუშაობის ათ წელზე მეტი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა მრავალეთნიკურ, ორსექტორიან სკოლასაც,  თბილისის №23 საჯარო სკოლას კი სულ ახლახან ჩაუდგა სათავეში. ის მიიჩნევს, რომ სკოლის წარმატება მასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობის პირდაპირპროპორციულია. 

ის ფიქრობს, რომ უთიერთთანამშრომლობა არის თემა, რომელზეც ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა სჭირდებათ სკოლებს. კონფერენციაზე ის ისაუბრებს სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბებაზე. 

ვიდეოს ყურება
ჯეირან კოღუაშვილი
სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის №32 საჯარო სკოლის დირექტორი
ჯეირან კოღუაშვილი

ჯეირან კოღუაშვილი

სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის №32 საჯარო სკოლის დირექტორი

იხილეთ პრეზენტაცია GEO ENG

ჯეირან კოღუაშვილი სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის №32 საჯარო სკოლას 2012 წლიდან ჩაუდგა სათავეში. მისი აზრით, სკოლის წარმატებული მუშაობისა და მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მიღწევებისთვის აუცილებელი წინაპირობაა სკოლის მჭიდრო თანამშრომლობა საზოგადოებასთან და მშობლებთან. 

ის მიიჩნევს, რომ ამ ურთიერთობების  სწორად წარმართვა და  ხელშეწყობა დამოკიდებულია სკოლის ლიდერზე, ანუ დირექტორზე. მას სურს, კონფერენციის მონაწილეებს გაუზიაროს აქტივობები, რომლებიც სკოლაში განახორციელა და რომელთა საშუალებითაც სასკოლო ცხოვრება უფრო აქტიური და მრავალფეროვანი გახდა. მშობლები ცდილობენ,  აქტიურად ჩაერთონ  ყველა ღონისძიებაში, შედეგად კი შეიცვალა  მათი დამოკიდებულება  სკოლისადმი. 

ვიდეოს ყურება
გელა მაჭარაშვილი
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის №2 საჯარო სკოლის დირექტორი სტრატეგიული ფინანსური დაგეგმვა და ბიუჯეტის შედგენა სკოლაში
გელა მაჭარაშვილი

გელა მაჭარაშვილი

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის №2 საჯარო სკოლის დირექტორი სტრატეგიული ფინანსური დაგეგმვა და ბიუჯეტის შედგენა სკოლაში

იხილეთ პრეზენტაცია GEO ENG

გელა მაჭარაშვილს საჯარო სკოლის მართვის თორმეტწლიანი გამოცდილება აქვს. მას მიაჩნია, რომ სკოლის საგანმანათლებლო მისიის შესასრულებლად უმნიშვნელოვანესია  საჯარო სკოლის სწორი ფინანსური მართვა, რაც გულისხმობს ყველა რესურსის ეფექტურ და, მავდროულად, ეფექტიანად გამოყენებას.  

 

საჩხერის   მუნიციპალიტეტის   სოფელ კორბოულის  №2  საჯარო  სკოლის   ფინანსური მართვის მოდელის მაგალითზე ის კოლეგებს გააცნობს ფინანსური მართვის ასპექტებს,  რომელთა საშუალებითაც მან შეძლო სკოლის ეფექტურად მართვა  -  სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად კანონმდებლობით გათვალისწინებული არასაბიუჯეტო შემოსავლების მობილიზების გზით. 

ვიდეოს ყურება
ვარდენ ნიქაბაძე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლის დირექტორი
ვარდენ ნიქაბაძე

ვარდენ ნიქაბაძე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლის დირექტორი

იხილეთ პრეზენტაცია GEO ENG

ვირტუალური საკლასო ოთახი - Google Classroom-ის გამოყენება სასწავლო პროცესსა და სკოლის ადმინისტრირებაში 

ვარდენ ნიქაბაძეს სკოლის დირექტორად მუშაობის ათწლიანი, ხოლო მასწავლებლად მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. ის ამჟამად ხელმძღვანელობს ფარცხანაყანევის მცირეკონტიგენტიან №2 საჯარო სკოლას, რომელშიც 175 მოსწავლე სწავლობს. მისი ინტერესის სფეროა სასწავლო პროცესში თანამედროვე  ტექნოლოგიების გამოყენება. 

ის მიიჩნევს, რომ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესს უფრო საინტერესოს ხდის. მას სურს, კოლეგებს გაუზიაროს, თუ როგორ დანერგა Google Classroom და როგორ იყენებენ მასწავლებლები სასწავლო პროცესში ვირტუალურ კლასებს, როგორც დამხმარე საშუალებას.   

ვიდეოს ყურება
ეკატერინე კვირიკაშვილი
სსიპ ქ. თბილისის №82 საჯარო სკოლის დირექტორი
ეკატერინე კვირიკაშვილი

ეკატერინე კვირიკაშვილი

სსიპ ქ. თბილისის №82 საჯარო სკოლის დირექტორი

იხილეთ პრეზენტაცია GEO ENG

ეკატერინე კვირიკაშვილს სკოლის მართვის ათწლიანი გამოცდილება აქვს. ის ფლობს განათლების ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს, ამავდროულად, არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი. 

მას სურს, რომ თბილისის №82 საჯარო სკოლის მაგალითზე ისაუბროს ორგანიზაციის თვითგანვითარების მართვის სტრატეგიაზე. ამასთანავე, ის აქცენტს გააკეთებს სკოლაში თვითშეფასების EFQM მოდელის მუშაობაზეც. მას მიაჩნია, რომ სკოლის მიზანი უპირველესად უნდა იყოს შეგუება სწრაფად ცვალებად გარემოსთან. მისი აზრით, იმისათვის, რომ ორგანიზაცია გახდეს  თვითგანვითარებადი, საჭიროა მართვის ახალი პრინციპების დანერგვა, რაც შესაძლებელს გახდის ამ ორგანიზაციის განვითარების პროცესში ყველა თანამშრომლის ჩართვას.    

ვიდეოს ყურება
თამარ ნებიერიძე
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის №2 საჯარო სკოლის დირექტორი
თამარ ნებიერიძე

თამარ ნებიერიძე

სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის №2 საჯარო სკოლის დირექტორი

იხილეთ პრეზენტაცია GEO ENG

თამარ ნებიერიძეს სკოლის მართვის ათწლიანი გამოცდილება აქვს. მისი სკოლა  მცირეკონტიგენტიანია.    

 

მას სურს, კოლეგებს გაუზიაროს თუ როგორ თანამშრომლობენ მასწავლებლები მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად. თამარი ისაუბრებს განხორციელებულ აქტივობებზე და მიღწეულ შედეგებზე.  

ვიდეოს ყურება
თეონა ადეიშვილი
ვანის №2 საჯარო სკოლის დირექტორი
თეონა ადეიშვილი

თეონა ადეიშვილი

ვანის №2 საჯარო სკოლის დირექტორი

იხილეთ პრეზენტაცია GEO ENG

თეონა ადეიშვილი სულ რაღაც ერთი წელია, რაც სათავეში ჩაუდგა ვანის №2 საჯარო სკოლას.  მას მიაჩნია, რომ განათლება და აღზრდა მრავალმხრივი და რთული პროცესი, სადაც წარმატებას განაპირობებს ოჯახის, სკოლისდა ბავშვის თანამშრომლობა.

 

მას სურს, კონფერენციაზე საკუთარი სკოლის მაგალითზე ისაუბროს სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ. ის მიიჩნევს, რომ მასწავლებლის, სკოლის, გარემოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მშობლის სწორი არჩევანი და მის მიერ პასუხისმგებლობის გაზიარება განსაზღვრავს ბავშვის წარმატებას სწავლაში. არაფერი ისე არ ეხმარება ბავშვს, მიაღწიოს წარმატებას სწავლის პროცესში, როგორც მშობლის, ოჯახის აქტიური მონაწილეობა და მათი თანადგომა.

ვიდეოს ყურება
ლიანა ფუტკარაძე
სსიპ ქალაქ თბილისის 133-ე საჯარო სკოლის დირექტორი
ლიანა ფუტკარაძე

ლიანა ფუტკარაძე

სსიპ ქალაქ თბილისის 133-ე საჯარო სკოლის დირექტორი

იხილეთ პრეზენტაცია GEO ENG

ლიანა ფუტკარაძე თბილისის  133-ე საჯარო სკოლის დირექტორია. 

კონფერენციაზე იგი კოლეგებს გაუზიარებს თავის გამოცდილებას, თუ როგორ არის შესაძლებელი სხვადასხვა პროგრამების საშუალებით მშობელთა მეტად ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში. 

ვიდეოს ყურება