ნესტან სიხარულიძე
სსიპ ქალაქ ქუთაისის №23 საჯარო სკოლის დირექტორი
ნესტან სიხარულიძე

ნესტან სიხარულიძე

სსიპ ქალაქ ქუთაისის №23 საჯარო სკოლის დირექტორი

პრეზენტაცია

ნესტან სიხარულიძეს საჯარო სკოლის მართვის რვაწლიანი გამოცდილება აქვს. მას მიაჩნია, რომ სკოლის საგანმანათლებლო მისიის შესასრულებლად უმნიშვნელოვანესია  მოსწავლეთა არაფორმალური განათლება.

ქუთაისის №23  საჯარო  სკოლის დირექტორი სკოლის მაგალითზე  კოლეგებს გააცნობს განხორციელებულ საქმიანობებს, რომლებიც მას სკოლის ბაზაზე პროექტების მოძიებასა და მართვაში დაეხმარა. შედეგად მან შეძლო მოსწავლეთა ჩართვა არაფორმალურ განათლებაში, გააქტიურდა საკლუბო მუშაობა. ამასთანავე, მასწავლებლები დაინტერესდნენ, ხელმძღვანელობა გაეწიათ კლუბებისა და პროექტებისათვის.

 

ვიდეოს ყურება
მორის დანდურიშვილი
სსიპ ქალაქ ხაშურის #1 საჯარო სკოლის დირექტორი
მორის დანდურიშვილი

მორის დანდურიშვილი

სსიპ ქალაქ ხაშურის #1 საჯარო სკოლის დირექტორი

პრეზენტაცია

მორის დანდურიშვილს საჯარო სკოლის მართვის ოთხწლიანი გამოცდილება აქვს. მას მიაჩნია, რომ სკოლის საგანმანათლებლო მისიის შესასრულებლად უმნიშვნელოვანესია სკოლაში ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება.

ხაშურის #1 საჯარო სკოლის დირექტორი სკოლის მაგალითზე  კოლეგებს გააცნობს იმ საქმიანობებს, რომლებიც სკოლაში ძალადობის პრევენციის მიზნით განახორციელა. შედეგად, სკოლაში გაიზარდა ძალადობის აღქმა, მინიმუმამდე შემცირდა სკოლის თანამშრომლების მიერ მოსწავლეთა მიმართ გახორციელებული ძალადობის ფაქტები, ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია კი მძლავრ ინსტრუმენტად იქცა ზრუნვაზე დაფუძნებული უსაფრთხო სასკოლო კლიმატის ჩამოსაყალიბებლად.

ვიდეოს ყურება
მამუკა ხაჩიძე
სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ ხაშურის №9 საჯარო სკოლის დირექტორი
მამუკა ხაჩიძე

მამუკა ხაჩიძე

სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ ხაშურის №9 საჯარო სკოლის დირექტორი

პრეზენტაცია

მამუკა ხაჩიძეს საჯარო სკოლის მართვის ოთხწლიანი გამოცდილება აქვს. მას მიაჩნია, რომ სკოლის საგანმანათლებლო მისიის შესასრულებლად უმნიშვნელოვანესია, რომ სკოლის დირექტორი იყოს საგანმანათლებლო ლიდერი.

შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ ხაშურის №9 საჯარო სკოლის დირექტორი საკუთარი სკოლის მაგალითზე კოლეგებს გააცნობს სკოლაში განხორციელებულ საქმიანობებს, რომლებმაც მოსწავლეთა ავტონომიურობის გაზრდას შეუწყო ხელი.

 

ვიდეოს ყურება
მამედ მირზაევი
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის დირექტორი
მამედ მირზაევი

მამედ მირზაევი

სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის დირექტორი

პრეზენტაცია

მამედ მირზაევს საჯარო სკოლის მართვის ოთხწლიანი გამოცდილება აქვს. მას მიაჩნია, რომ სკოლის საგანმანათლებლო მისიის შესასრულებლად უმნიშვნელოვანესია  არაფორმალური განათლების დანერგვა სკოლაში. 

მამედ მირზაევი სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს  საჯარო  სკოლის მაგალითზე კოლეგებს გააცნობს არაფორმალური განათლების მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებს, კერძოდ, პროექტებისა და სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საშუალებით მიღწეულ შედეგებს. სხვადასხვა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში სოციალური უნარების განვითარებას, მასწავლებელთა ჩართვას მოსწავლეთა თვითმმართველობით საქმიანობებში, მშობელთა ჩართულობის ზრდას, აგრეთვე, მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას უმაღლესი განათლებისადმი და სხვა.

ვიდეოს ყურება
თეონა ყაჭეიშვილი
სსიპ ქალაქ თბილისის № 198 საჯარო სკოლის დირექტორი
თეონა ყაჭეიშვილი

თეონა ყაჭეიშვილი

სსიპ ქალაქ თბილისის № 198 საჯარო სკოლის დირექტორი

პრეზენტაცია

თეონა ყაჭეიშვილს საჯარო სკოლის მართვის თორმეტწლიანი გამოცდილება აქვს. მას მიაჩნია, რომ სკოლის საგანმანათლებლო მისიის შესასრულებლად უმნიშვნელოვანესია საქმისადმი რწმენა, სიახლეების დანერგვა,  ოპტიმისტური განწყობა, პოზიტიური თანამშრომლობითი  გარემო,  ცვლილებების მართვა და მუდმივი განვითარება.

თბილისის №198  საჯარო  სკოლის დირექტორს სურს სკოლის  მაგალითზე ისაუბროს ინკლუზიური სწავლების მიმართულებით მის მიერ განხორციელებულ საქმანობებზე. კერძოდ, ის კოლეგებს გაუზიარებს იმ ინოვაციურ, საპილოტე პროექტებს, რომელთა საშუალებითაც მან  ხელი შეუწყო სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლეთა საზოგადოებაში ინტეგრაციას.

ვიდეოს ყურება
თეონა ადეიშვილი
სსიპ ქალაქ ვანის #2 საჯარო სკოლის დირექტორი
თეონა ადეიშვილი

თეონა ადეიშვილი

სსიპ ქალაქ ვანის #2 საჯარო სკოლის დირექტორი

პრეზენტაცია

თეონა ადეიშვილს საჯარო სკოლის მართვის ორწლიანი გამოცდილება აქვს. იგი ფიქრობს, რომ სკოლის საგანმანათლებლო მისიის შესასრულებლად უმნიშვნელოვანესია გუნდური მუშაობა.

სსიპ ქალაქ ვანის #2 საჯარო სკოლის დირექტორი, თეონა ადეიშვილი კოლეგებს სკოლის მაგალითზე გააცნობს  სკოლაში განხორციელებულ აქტივობებს, რომელთა მიზანიც სკოლაში ისეთი გარემოს შექმნა იყო, რომელშიც სასკოლო თემის ყველა წარმომადგენელი სრულფასოვან წევრად აღიქვამდა საკუთარ თავს.

ვიდეოს ყურება
თამთა კვარაცხელია
სსიპ ქალაქ ბათუმის №16 საჯარო სკოლის დირექტორი
თამთა კვარაცხელია

თამთა კვარაცხელია

სსიპ ქალაქ ბათუმის №16 საჯარო სკოლის დირექტორი

პრეზენტაცია

თამთა კვარაცხელიას  საჯარო სკოლის მართვის თერთმეტწლიანი გამოცდილება აქვს. მას მიაჩნია, რომ სკოლის საგანმანათლებლო მისიის შესასრულებლად უმნიშვნელოვანესია მოსწავლეებისთვის დასაქმებისთვის მზაობისა და მეწარმეობის უნარებ-ჩვევების გამომუშვება.


ბათუმის №16 საჯარო  სკოლის დირექტორი კონფერენციაზე კოლეგებს გაუზიარებს 2015-2018 წლებში მოსწავლეების მიერ სკოლაში დაფუძნებული კომპანიების გამოცდილებას, აგრეთვე, საგანი ,,მეწარმეობის საფუძვლების“ სწავლების შედეგად პროდუქციის წარმოებისა და გაყიდვების პრაქტიკული მაგალითებს.   

ვიდეოს ყურება
თამარ გოგიშვილი
სსიპ ქალაქ ბათუმის #26 საჯარო სკოლის დირექტორი
თამარ გოგიშვილი

თამარ გოგიშვილი

სსიპ ქალაქ ბათუმის #26 საჯარო სკოლის დირექტორი

პრეზენტაცია

თამარ გოგიშვილს საჯარო სკოლის მართვის სამწლიანი გამოცდილება აქვს. მას მიაჩნია, რომ სკოლის საგანმანათლებლო მისიის შესასრულებლად უმნიშვნელოვანესია სამუშაოს ორგანიზება, დაგეგმვა და კომუნიკაცია რესურსების ეფექტური გამოყენებისათვის.

სსიპ ქალაქ ბათუმის #26 საჯარო სკოლის   დირექტორი კოლეგებს საკუთარი სკოლის მაგალითზე გააცნობს არაფორმალური განათლების როლს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში.

ვიდეოს ყურება
ვარდენ ნიქაბაძე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლის დირექტორი
ვარდენ ნიქაბაძე

ვარდენ ნიქაბაძე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლის დირექტორი

პრეზენტაცია

ვარდენ ნიქაბაძეს საჯარო სკოლის მართვის თერთმეტწლიანი გამოცდილება აქვს. მას მიაჩნია, რომ თანამედროვე სკოლის საგანმანათლებლო მისიის შესასრულებლად უმნიშვნელოვანესია, რომ  ის განუწყვეტლივ ვითარდებოდეს, მზად  იყოს გამოწვევებისა და ცვლილებებისათვის.

ფარცხანაყანევის  №2 საჯარო სკოლის დირექტორი კოლეგებს საკუთარის სკოლის მაგალითზე გააცნობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ინიცირებული პროექტის “სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის” ფარგლებში განხორციელებულ სკოლის ფოკუსირებულ თვითშეფასებას,  რომლის საშუალებითაც  მან საფუძველი ჩაუყარა:

•    როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარებას, ისე მთლიანად სკოლის განვითარების ახალი მექანიზმების დანერგვას;
•    სკოლაში მიმდინარე პროცესების გამთლიანებას;
•    მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის  საინტერსო სიახლის - “მოსწავლის ქოუჩინგის” სისტემის დანერგვა.

ვიდეოს ყურება
გულნაზ ხორბალაძე
სსიპ ქალაქ თბილისის #128 საჯარო სკოლის დირექტორი
გულნაზ ხორბალაძე

გულნაზ ხორბალაძე

სსიპ ქალაქ თბილისის #128 საჯარო სკოლის დირექტორი

პრეზენტაცია

გულნაზი ხორბალაძეს სკოლის მართვის თვრამეტწლიანი გამოცდილება აქვს. მას მიაჩნია, რომ სკოლის მისიის აღსრულებისთვის უმნიშვნელოვანესია სასკოლო საზოგადოების ჩართვა მის ცხოვრებაში.

ქალაქ თბილისის #128 საჯარო სკოლის დირექტორი კოლეგებს სკოლის მაგალითზე გააცნობს, როგორ შეიძლება სკოლაში ძალადობის პრევენცია მოსწავლეთა და მშობელთა ინფორმირებულობის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის გზით.

ვიდეოს ყურება
სოფიო დედალამაზიშვილი
ტიციან ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №43 საჯარო სკოლის დირექტორი
სოფიო დედალამაზიშვილი

სოფიო დედალამაზიშვილი

ტიციან ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №43 საჯარო სკოლის დირექტორი

პრეზენტაცია

სოფიო დედალამაზიშვილს საჯარო სკოლის მართვის ოთხწლიანი გამოცდილება აქვს. მას მიაჩნია, რომ სკოლის საგანმანათლებლო მისიის შესასრულებლად უმნიშვნელოვანესია გუნდური მუშაობის პრინციპი, ნდობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო, თანამშრომელთა ინფორმირებულობის მაღალი ხარისხი, კარგად გადანაწილებული მოვალეობები, შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და თვითგანვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.


№43 საჯარო  სკოლის მაგალითზე  სოფიო დედალამაზიშვილი კოლეგებს გააცნობს განხორციელებულ საქმიანობებს, რომლითაც მან შეძლო პრობლემის იდენტიფიცირება და სკოლისთვის კონკურენტული გარემოს შექმნა, თვითშეფასების პროცესში ჩართულ მასწავლებლებში თანამშრომლობითი კულტურის გაუმჯობესება და სიახლეებისადმი დადებითი განწყობის ჩამოყალიბება; უცხოური ენის გაკვეთილებზე მრავალფეროვანი მეთოდების და პროექტების დანერგვა.  

ვიდეოს ყურება
მზია ვაშალომიძე
სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი
მზია ვაშალომიძე

მზია ვაშალომიძე

სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი

პრეზენტაცია

მზია ვაშალომიძეს საჯარო სკოლის მართვის ოცდასამწლიანი გამოცდილება აქვს. მას მიაჩნია, რომ სკოლის საგანმანათლებლო მისიის შესასრულებლად უმნიშვნელოვანესია, რომ ლიდერმა სკოლაში შექმნას  მოტივირებული და თანამშრომლობითი  გარემო.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი  კონფერენციაზე ისაუბრებს სკოლის თვითშეფასების მიზნით სკოლაში სწავლების ხარისხის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვების გზებზე. ამასთანავე, ის განმარტავს გაკვეთილზე დაკვირვების სხვადასხვა მეთოდების დანერგვის პრაქტიკულ მაგალითებს. 

ვიდეოს ყურება
მაია ოთარაშვილი
სსიპ მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის #1 საჯარო სკოლის დირექტორი
მაია ოთარაშვილი

მაია ოთარაშვილი

სსიპ მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის #1 საჯარო სკოლის დირექტორი

პრეზენტაცია

მაია ოთარაშვილს  საჯარო სკოლის მართვის რვაწლიანი გამოცდილება აქვს. კონფერენციაზე სსიპ მეფე ერეკლე II-ის სახელობის ქალაქ თელავის N1 საჯარო  სკოლის დირექტორი ისაუბრებს სკოლაში არაფორმალური განათლების დანერგვის მნიშვნელობაზე, ასევე იმაზე, როგორ ჩართო მოსწავლეები არაფორმალურ სწავლებებში, რისი მიზანიც მათი ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესება იყო.


დირექტორი სკოლის მაგალითზე კოლეგებს გააცნობს არაფორმალური განათლების გზით სკოლაში ძალადობის პრევენციის შესაძლებლობებს. 

ვიდეოს ყურება
ლენა გომართელი
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი
ლენა გომართელი

ლენა გომართელი

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი

პრეზენტაცია

ლენა გომართელს საჯარო სკოლის მართვის ოთხწლიანი გამოცდილება აქვს. მას მიაჩნია, რომ სკოლის საგანმანათლებლო მისიის შესასრულებლად დირექტორმა სკოლის მართვისას აქცენტი ადამიანური რესურსების მენეჯმენტზე უნდა გააკეთოს. დირექტორს შეუძლია დაეხმაროს თანამშრომლებს მიზნის განსაზღვრაში და მისცეს მათ თვითრეალიზაციის საშუალება.

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი კონფერენციაზე კოლეგებს გააცნობს სასკოლო საზოგადოების ჩართვით სკოლაში წარმატებულად განხორციელებულ აქტივობებს არაფორმალური განათლების მიმართულებით, რაც სკოლას გრანტების მოძიებაში დაეხმარა.

 

ვიდეოს ყურება
მაია ხოსიტაშვილი
ტრენერი, კონსულტანტი, ფსიქოლოგი
მაია ხოსიტაშვილი

მაია ხოსიტაშვილი

ტრენერი, კონსულტანტი, ფსიქოლოგი

სასკოლო ცხოვრებაში გუნდური მუშაობის სტიმულირება ხელს უწყობს თანამშრომელთა მოტივაციისა და ენთუზიაზმის გაზრდას. ამავე დროს, შეკრული გუნდი უკეთ უმკლავდება წამოჭრილ პრობლემებსა და უფრო ადვილად ეგუება ცვლილებებს. გუნდური მუშაობის დროს თანამშრომლები კონცენტრირებულნი არიან ერთმანეთის დახმარებასა და მხარდაჭერაზე, შესაბამისად ორგანიზაციული მიზნების მიღწევის პროცესში უკეთესად ხდება საერთო ძალისხმევის მობილიზება.


გუნდის შეკვრა ხელს უწყობს თანამშრომელთა შორის პროფესიული და პიროვნული ურთიერთობების, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთნდობის ხარისხის გაძლიერებას, რაც პოზიტიურად აისახება სკოლაში ფსიქოლოგიური კლიმატის გაუმჯობესებაზე.


მასტერკლასის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ:
- განსაზღვრონ გუნდური მუშაობისა და გუნდის შეკვრის მნიშვნელობა სასკოლო ცხოვრებაში;
- განიხილონ გუნდური მუშაობის ძირითადი პრინციპები და პოზიტიური შედეგები;
- განახორციელონ და გააანალიზონ გუნდური მუშაობის პრინციპებზე აგებული აქტივობა.

სესიის მიზანია, თავისუფალ/არაფორმალურ გარემოში დირექტორებს შორის თანამშრომლობის დამყარება და მოსაზრებების გაცვლა. სივრცე დაიყოფა სამ ნაწილად, თემატურად.

 

ვიდეოს ყურება
პაატა ამონაშვილი
ფსიქოლოგი, სოციოლოგი და მწერალი
პაატა ამონაშვილი

პაატა ამონაშვილი

ფსიქოლოგი, სოციოლოგი და მწერალი

ჰუმანურ პედაგოგიური პროცესი ეფუძნება თანამშრომლობის იდეას. რეალურია თუ არა საერთოდ თანამშრომლობა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ისე, რომ მოსწავლეს უყალიბდებოდეს საკუთარ თავზე მუშაობის ბუნებრივი და ძლიერი მოტივაცია? რა ფსიქოლოგიური საშუალებები არსებობს იმისათვის, რომ სკოლის ხელმძღვანელებმა შექმნან თანამშრომლობითი გარემო პედაგოგიურ კოლექტივში? ამ რთულ საკითხში გარკვევას ჩვენ ვცდილობთ თანამედროვე ფსიქოლოგიურ ცოდნაზე დაყრდნობით.


ვიხილავთ რა ისეთი დიდი ფსიქოლოგების ნაშრომებს, როგორებიც იყვნენ დ.უზნაძე, ჟ.პიაჟე, ლ.ვიგოტსკი და სხვ., ჩვენ ვხედვათ ბავშვში სამ ძირითად ძალას, რითიაც განისაზღვრება ბავშვის ბუნება. ეს ძალებია: განვითარება, ლტოლვა დიდობისაკენ და ლტოლვა თავისუფლებისაკენ. ამ ძალების გამოყენება შესაძლებელია მოსწავლეთა მოტვაციისათვის. გთავაზობთ ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ სკოლის დირექტორებს მასწავლებელთა სტიმულირება, რათა მათ მოსწავლეებთან დაამყარონ პიროვნული ურთიერთობა, რაც მოსწავლეთა მოტივირების გარანტია იქნება. ეს, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს მოსწავლეებში მაღალზნეობრივი ღირებულებების აღზრდას, ხოლო მეორეს მხრივ, აუმჯებესებს აკადემიურ მოსწრებას. ჰუმანური პედაგოგიკის პრაქტიკაში ამის დიდი გამოცდილებაა დაგროვილი.

ვიდეოს ყურება
ელდარ პირმისაშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი
ელდარ პირმისაშვილი

ელდარ პირმისაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი

მასტერკლასის მიზანია სკოლების ლიდერების იმიჯისა და კომუნიკაციის საკითხებში ცოდნის ამაღლება და პერსონალური იმიჯის ფორმირების გზით სკოლის დადებითად წარმოჩენის უნარების შესწავლა.

 

ვიდეოს ყურება
ნიკ სპაულ
განათლების ექსპერტი, სამხრეთ აფრიკა
ნიკ სპაულ

ნიკ სპაულ

განათლების ექსპერტი, სამხრეთ აფრიკა

დოქტროი ნიკ სპაული წამყვანი მკვლევარია სოციო-ეკონომიკის პოლიტიკის ჯგუფში სტელენბოშის უნივერისტეტში, სამხრეთ აფრიკა. ამ დროისთვის, მან არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა სამხრეთ აფრიკაში შეფასების,  წიგნიერებისა და განათლების პოლიტიკის შესახებ. ამ დროისთვის დოქტორი სპაული მუშაობს the Funda Wande-ს პროექტში, რომლის მიზანია დამწყები მასწავლებლების პროფესიული განვითარება.

თავის პრეზენტაციაში - „საერთაშორისო კვლევებს მონაცემების გამოყენება სკოლის მართვასა და განათლების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში“ - იგი მიმოიხილავს, თუ როგორ უნდა იქნას საერთაშორისო კვლევის მონაცემები გამოყენებული სკოლის მენეჯმენტისა და სხვადსხვა საგანმანათლებლო ერთეულების მიერ, გადაწყვეტილების მიღებისას, კერძოდ კი, რესურსების გამოყენებისა და სწავლების სტრატეგიების მიმართულებით.

ვიდეოს ყურება
იოკე ჰენგეფელდ-ვან კონინსბრუგენი
ნიდერლანდების საშუალო სკოლის დირექტორი
იოკე ჰენგეფელდ-ვან კონინსბრუგენი

იოკე ჰენგეფელდ-ვან კონინსბრუგენი

ნიდერლანდების საშუალო სკოლის დირექტორი

იოკე ჰენგეფელდ-ვან კონინსბრუგენი არის ნიდერლანდების საშუალო სკოლის დირექტორი. მისი, როგორც დირექტორის, მთავარი მოვალეობაა სკოლის შედეგებსა და მის განვითარებაზე ზრუნვა.

ნიდერლანდების სამეფოში სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ეყრდნობა სკოლის თვითშეფასების მოდელს. შესაბამისად, სკოლის განვითარების პროგრამა ითვალისწინებს მიზნებს, რომლებსაც სკოლა სახავს ყოველწლიური თვითშეფასების შედეგებზე დაყრდნობით როგორც მასწავლებლებისთვის, ისე ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისთვის.

ქალბატონი იოკე ჰენგეფელდ-ვან კონინსბრუგენის პრეზენტაციის თემაა „პროფესული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა საშუალო სკოლის ბაზაზე“. ნიდერლანდების საშუალო სკოლის მაგალითზე ის ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მნიშვნელობა მოსწავლეთა მომავალ წარმატებაში და ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები; ურთიერთობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მასწავლებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება ამ მიმართულებით და სხვა.

ვიდეოს ყურება
ჰარტმუტ მეიერი
ლუდვიგსბურგის (გერმანია) საშუალო სკოლის დირექტორი
ჰარტმუტ მეიერი

ჰარტმუტ მეიერი

ლუდვიგსბურგის (გერმანია) საშუალო სკოლის დირექტორი

ჰარტმუტ მეიერი ლუდვიგსბურგის (გერმანია) საშუალო სკოლის დირექტორია. ის ასევე მუშაობს კონსულტანტად ბადენ-ვურტენბერგის სკოლაში, ხოლო შტუდგარდის სკოლის განვითარების ინსტიტუტში - პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის ექსპერტად.
ბატონი მეიერი 2017 წლიდან ჩართულია NAEC-ის პროექტში “სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“, როგორც ხარისხის განვითარებისა და შეფასების ექსპერტი. ის კონსულტაციას უწევს საქართველოს საჯარო სკოლებს ხარისხის მართვის, შეფასებისა და სკოლის განვითარების საკითხებში.
ბატონი მეიერის პრეზენტაციის თემაა „თვითშეფასებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმები სკოლის გასაუმჯობესებლად“. პრეზენტაცია პასუხს სცემს ისეთ კითხვებს, როგორებიცაა: რას ნიშნავს ხარისხი? რა ძირითადი ელემენტებისგან შედგება სკოლის ხარისხი? რა არის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნები და როგორ უნდა განხორციელდეს ხარისხის მართვა სკოლაში? თავის პრეზენტაციაში ის ასევე შეადარებს ერთმანეთს შიდა და გარე შეფასების ინსტრუმენტებს და განიხილავს მათი გამოყენების ხერხებს სკოლის თვითშეფასების ციკლში.

ვიდეოს ყურება
სოფო გორგოძე
სოფო გორგოძე