2013 წელს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის  კომპაქტის ფარგლებში, 2016 წლის იანვრიდან დაიწყო „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი  - საქართველოს" „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი". პროექტს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, რომლის სრული ბიუჯეტია 14 მილიონი აშშ დოლარი. პროექტის თანადამფინანსებელი და მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 

„მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის" მიზანია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა გრძელვადიანი პროფესიული განვითარების პროგრამის საშუალებით.    

ამ მიზნით,  2016-2019 წლების მანძილზე „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი", უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობით, ხელს შეუწყობს: 

პროექტი გულისხმობს მე-7-მე-12 კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინგლისურისა და გეოგრაფიის  მასწავლებლების, დირექტორებისა და პროექტის ფარგლებში შერჩეული სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორების გადამზადებას შემდეგი  ძირითადი მიმართულებებით: 

- მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომებისა და სტრატეგიების დანერგვა;

- სკოლებში სასწავლო გარემოს გაუმჯობესება.

ხარისხიანი პროფესიული განვითარების კურსების შეთავაზების მიზნით, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" ექსპერტებთან თანამშრომლობით, შეიმუშავა და დანერგა ტრენერთა მომზადებისა და შეფასების სისტემა, შექმნა სატრენინგო მოდულები და საკითხავი მასალა, ასევე მსმენელთა შეფასების ინსტრუმენტები.

პროგრამის ფარგლებში 2016-2019 წლებში გადამზადდება ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინგლისურისა და გეოგრაფიის მე-7-მე-12 კლასების ყველა, 18 300-მდე, მოქმედი მასწავლებელი, აგრეთვე, ყველა  საჯარო სკოლის  დირექტორი. 

პროგრამა ასევე ითვალისწინებს ეროვნული უმცირესობების სკოლებისა და სექტორების წარმომადგენელთა  ჩართვას პროფესიული განვითარების პროგრამაში  და ამ მიზნით მათ  მშობლიურ ენაზე მასალების მომზადებას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება

სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და სტრატეგიების დანერგვა სკოლებში ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, შესაბამისად, მოსწავლეთა დაინტერესებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება შედგება შემდეგი ორი მიმართულებისაგან:

1)      ზოგადი პროფესიული უნარების სასწავლო კურსი „მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები" (სამი მოდული, ჯამში 36 საკონტაქტო საათი);

2)       საგნობრივი მეთოდიკის კურსი „აქტიური სწავლება საგნებში" (ექვსი ტრენინგმოდული,  თითოეული 24 საკონტაქტო საათი).

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მასწავლებელი მიიღებს კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომელსაც წარადგენს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში სავალდებულო ან დამატებით აქტივობებში კრედიტქულების მოსაპოვებლად.

პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, ტრენინგების გარდა, მოიცავს  ტრენინგის შემდგომ სამუშაო შეხვედრებს, სადაც მასწავლებლებს ეძლევათ  შესაძლებლობა, ერთმანეთს გაუზიარონ ტრენინგზე მიღებული გამოცდილება, ერთობლივად დაგეგმონ საკლასო და კლასგარეშე აქტივობები.

სკოლების მართვის გაუმჯობესება - ლიდერობის აკადემია

ლიდერობის აკადემია წარმოადგენს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის" გრძელვადიანი ტრენინგმოდულების ერთობლიობას, რომლის მიზანია დირექტორებისა და პროექტის  სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორების პროფესიული განვითარება.

ლიდერობის აკადემია სამი დონისგან შედგება  და მოიცავს 11 ტრენინგმოდულს, რომლებიც 2016-2018 წლების განმავლობაში  ჩატარდება. 

პროფესიული განვითარების პროგრამის წარმატებით დასრულება დაეხმარება  სკოლის დირექტორებს, გააუმჯობესონ  საკუთარი  პრაქტიკა შემდეგი მიმართულებებით:  

გარდა ტრენინგებისა, პროექტის ფარგლებში დირექტორებისათვის გაიმართება კვარტალური შეხვედრები და ყოველწლიური კონფერენციები, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, კოლეგებს გაუზიარონ აკადემიაში მიღებული ცოდნა და პროფესიული გამოცდილება, საკუთარ კონტექსტზე დაყრდნობით შეარჩიონ საუკეთესო გზები და შესაძლებლობები.

ლიდერობის აკადემიის ყოველი დონის  წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.  

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი" ხორციელდება ათასწლეულის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში,  სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.


საორგანიზაციო ჯგუფი   


ნატალია ედიშერაშვილი, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერი

თამარ ხურცია, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი

ციცია გაგნიძე, ლიდერობის განვითარების სპეციალისტი

ნინო გურგენიძე, ქოუჩინგ კოორდინატორი

ზაზა ქარსაულიძე, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მონაცემთა ბაზების სპეციალისტი

ეკატერინე კაპანაძე - მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის დაგეგმვისა და იმპლემენტაციის მენეჯერი

 
მაია კვარაცხელია, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის შესყიდვების სპეციალისტი


ივანე კვიტაიშვილი, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის შესყიდვების კოორდინატორი


თამარ ხიჯაკაძე, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის რეგიონალური კოორდინატორი


ანა ლაითაძე, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის რეგიონალური კოორდინატორი 


თამარ კვიწინაშვილი, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის რეგიონალური კოორდინატორი


მერი წიკლაური, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის რეგიონალური კოორდინატორი


მაკა მაისურაძე, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის რეგიონალური კოორდინატორი