მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი" აცხადებს 2018 წლისსკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე მომხსენებელთა რეგისტრაციას

 კონფერენცია გაიმართება 2018 წლის სექტემბერში, თბილისში.

სკოლის მართვის და ლიდერობის  ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზატორია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და მიზნად ისახავს სკოლის მართვის  და ლიდერობის  მიმართულებით  საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. კონფერენციის შინაარსობრივ, ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს “მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი”, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016-2019 წლებში ახორციელებს.

 

კონფერენცია კიდევ ერთი საშუალებაა სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარებისათვის და მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლის გარემოს მართვის გასაუმჯობესებლად. კონფერენციის ფარგლებში სკოლის დირექტორებს ეძლევათ შესაძლებლობა, გააცნონ და გაუზიარონ საკუთარი მიღწევები კოლეგებსა და ფართო საგანმანათლებლო საზოგადოებას.

 

კონფერენციის მომხსენებელი შეიძლება იყოს საქართველოს საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი. კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლის  მსურველები 2018 წლის 24 იანვრიდან  28 თებერვლის  ჩათვლით უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე და მითითებულ  ვადებში გამოაგზავნონ ქვემოთ მოთხოვნილი ფორმების დაცვით შესრულებული მოხსენების აბსტრაქტი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე laacademyconference@gmail.com

2018 წლის კონფერენციის მთავარი თემატიკაა:

-        სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების წარმატებული თანამშრომლობა მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს განვითარებისთვის;

-        ინკლუზიური განათლების  მიდგომების/პრინციპების დანერგვა სკოლის დონეზე:

-        სწავლა/სწავლების პროცესის  მონიტორინგის და შეფასების სტრატეგიების დანერგვა სკოლაში;

-        სკოლის   შიდა შეფასების  დანერგვა სკოლის თვითშეფასების  მიზნით  და სკოლის დირექტორის როლი ამ პროცესში;

-        მოსწავლეებისათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა;

-        სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების დანერგვა და მართვა;

-        სკოლის ბაზაზე პროექტების მოძიება და მართვა;

-        სკოლაში ძალადობის პრევენცია და რეაგირება;

-        ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა და  დანერგვა სკოლის მართვაში.

-        სკოლის განვითარების მხარდამჭერი სასკოლო კულტურის შექმნა და მართვა.

 

წარმოდგენილი აბსტრაქტები უნდა ასახავდეს 2016-17  წლებში საქართველოს საჯარო სკოლებში განხორცილებულ, ან მიმდინარე (საშუალოვადიანი შედეგების ამსახველ) საქმიანობებს.

 

კონფერენციაზე მომხსენებელთა  შერჩევა

კონფერენციაზე მოხსენებლები შეირჩევიან წარმოდგენილი მოხსენებების შეფასების შედეგად. პირველ ეტაპზე მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და წარმოადგინონ მოხსენების აბსტრაქტი (1-2 გვერდი). კომისია პროექტის მართვის ჯგუფისა და დარგის ექსპერტების შემადგენლობით განიხილავს წარმოდგენილ აბსტრაქტებს და შეარჩევს მომხსენებლებს, რომლებიც დადგენილ ვადაში წარმოადგენენ სრული მოხსენებების ტექსტებსა და პრეზენტაციებს. (დაწვრილებითი ინფორმაცია აბსტრაქტების შეფასების კრიტერიუმებისა და მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ იხილეთ ქვემოთ ცხრილებში).

 

აბსტრაქტების შეფასების კრიტერიუმები

არადამაკმაყოფილებელი 

(0 ქულა)

დამაკმაყოფილებელი

(1 ქულა)

კარგი

 (2 ქულა)

ძალიან კარგი

(3 ქულა)

პრობლემის/საკითხის აქტუალობა და შესაბამისობა კონფერენციის თემატიკასთან

 

 

 

                 

ინოვაციური და შემოქმედებითი


 

 

 

 

ლოგიკური კავშირი მოხსენების ნაწილებს შორის

 

 

 

 

შესაძლო წვლილი განათლების მართვის არსებულ პრაქტიკებში

 

 

 

 

მოხსენებაში გათვალისწინებილია გენდერის, ან  ისტ-ის, ან ინკლუზიის საკითხები

 

 

 

 

 

მნიშვნელოვანი თარიღები

 

მოხსენების აბსტრაქტი

აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს MSword-ის დოკუმენტში, 1-2 გვერდი,დაახლოებით 3000 სიმბოლომდე,  A4 ფორმატი, Sylfaen 11 შრიფტით, ხაზებს შორის დაშორება 1,5. აბსტრაქტი უნდა მოიცავდეს:

 

 

ვადების დარღვევით შემოსული მოხსენებების  აბსტრაქტები არ განიხილება!

საკონტაქტო ინფორმაცია: laacademyconference@gmail.com