გამოცხადდა საჯარო სკოლის მასწავლებელთა რეგისტრაცია

30.05.2018

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, აცხადებს მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას კონფერენციაზე „მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას“.

კონფერენცია განკუთვნილია საქართველოს საჯარო სკოლების მოქმედი პედაგოგებისთვის, რომელებიც ასწავლიან ფიზიკას, ქიმიას, მათემატიკას, ბიოლოგიას, ინგლისურს ან გეოგრაფიას მე-7-მე-12 კლასებში.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა ელექტრონული რეგისტრაციის გავლა.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 30 მაისს და დასრულდება 200 მონაწილის შევსებისთანავე.

კონფერენციაში მონაწილეობას შეძლებს პირველი 200 მსურველი, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

o   არის საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებელი.  

o   ასწავლის ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მათემატიკა, ინგლისურს ან გოგრაფიას  მე-7-მე-12 კლასებში.

კონფერენციის მიზანია, მასწავლებლებს მისცეს შესაძლებლობა გაუზიარონ კოლეგებს გამოცდილება, გაიაქტიურონ ცოდნა სწავლების უახლესი მიდგომების, სტრატეგიებისა და არსებული სასწავლო რესურსების მიმართულებით. ყოველივე ეს მასწავლებლებს დაეხმარება საკუთარი სასწავლო პრაქტიკა მაქსიმალურად სახალისო და ამავდროულად პროდუქტიული გახადონ. კონფერენციაზე ასევე წარმოჩინდება, თუ რაოდენ სახალისო და პრაქტიკული შეიძლება იყოს STEM საგნების სწავლება, რაც ამ დარგების სწავლების პოპულარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

კონფერენცია მასწავლებლებისთვის „მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას“ ჩატარდება 2018 წლის 9 ივნისს, თბილისში,  სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში“.  

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო რგანიზაციების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები  და განათლების სფეროს ექსპერტები. კონფერენციის ფარგლებში  იგეგმება მასწავლებლების მიერ თავიანთი საუკეთესო პრაქტიკის  პოსტერ პრეზენტაციის ფორმატში დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგენა;  ასევე, საქართველოში არსებული ინოვაციური სასწავლო რესურსის გამოფენა.  შესაბამისად, STEM EXPO, ორი ნაწილისაგან შედგება - პოსტერების პრეზენტაცია და რესურსების გამოფენა.

STEM EXPO-ზე წარმოდგენილი იქნება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, ასევე ინგლუსური და გეოგრაფიის მასწავლებლების მიერ შექმნილი პრეზენტაციები, პოსტერების ფორმატში.

STEM EXPO-ს ფარგლებში თანამედროვე საკომუნიკაციო-ტექნოლოგიური სასწავლო რესურსების გამოფენა გაიმართება. გამოფენაში ჩართული იქნებიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო წარმომადგენლები.

დამატებით კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ტელ: 2 200220 (47 08); ელ.ფოსტა: Info@tpdc.ge

 

 

 

ბოლო სიახლეები