რეგისტრაცია

ყურადღება! კონფერენციაზე მონაწილეთა რეგისტრაციის თარიღთან დაკავშირებით ცვლილებაა. რეგისტრაცია დაიწყება 30 მაისს 12:00 საათზე.

პირველი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას“

2018 წლის 9 ივნისს იგეგმება კონფერენცია - „მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას“. კონფერენციის ორგანიზატორია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი". კონფერენციის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო.

კონფერენციის მიზანია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ასევე, ინგლისურისა და გეოგრაფიის მასწავლებლებს მისცეს შესაძლებლობა გაუზიარონ კოლეგებს გამოცდილება, გაიაქტიურონ ცოდნა სწავლების უახლესი მიდგომების, სტრატეგიებსა და არსებული სასწავლო რესურსების მიმართულებით. ყოველივე ეს მასწავლებლებს დაეხმარება საკუთარი სასწავლო პრაქტიკა მაქსიმალურად სახალისო და ამავდროულად პროდუქტიული გახადონ.

 

 

სრულად

პირდაპირი ჩართვები