ყურადღება! კონფერენციაზე მონაწილეთა რეგისტრაციის თარიღთან დაკავშირებით ცვლილებაა. რეგისტრაცია დაიწყება 30 მაისს 12:00 საათზე.

ინფორმაცია კონფერენციის შესახებ

2018 წლის 9 ივნისს იგეგმება პირველი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას.  კონფერენციის ორგანიზატორია სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი. კონფერენციის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო.   

კონფერენციის მიზანია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ასევე, ინგლისურისა და გეოგრაფიის მასწავლებლებს მისცეს შესაძლებლობა გაუზიარონ კოლეგებს გამოცდილება,  გაიაქტიურონ ცოდნა სწავლების უახლესი  მიდგომების, სტრატეგიებსა და არსებული სასწავლო რესურსების მიმართულებით. ყოველივე ეს მასწავლებლებს დაეხმარება საკუთარი სასწავლო პრაქტიკა მაქსიმალურად სახალისო და ამავდროულად პროდუქტიული გახადონ.

 

კონფერენციის თემები 

 

კონფერენციის მომხსენებლები

კონფერენციის მომხსენებელი შეიძლება იყოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის  VII-XII კლასის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ასევე გეოგრაფიისა და ინგლისურის მოქმედი მასწავლებელი, რომელიც საგაკვეთილო პროცესში ნერგავს საუკეთესო პრაქტიკას და აქვს სურვილი ეს პრაქტიკა კოლეგებს გაუზიაროს. კონფერენციაზე მომხსენებელი შესაძლებელია ასევე იყოს  მასწავლებლის მომზადების  აკრედიტირებული პროგრამის ლექტორი/სტუდენტი.

 

კონფერენციის მომხსენებლად რეგისტრაცია

კონფერენციაზე მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას მოხსენების/პრეზენტაციის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ 9 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით ბმულზე და ატვირთონ აბსტრაქტი. აბსტრაქტში აღწერილი უნდა იყოს აქტივობის/პროექტის მიზანი, გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები. აბსტრაქტში ასევე უნდა ჩანდეს, თუ როგორ ეფუძნება გამოყენებული მეთოდები/სტრატეგიები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებს და რამდენად ატარებს ინოვაციურ/შემოქნედებით ხასიათს. (იხ. შაბლონი)

 

კონფერენციაზე მოხსენების ფორმატი

კონფერენციაზე მოხსენება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას პლენარულ სესიაზე მოხსენების ან  პოსტერების პრეზენტაციის ფორმატში. მონაწილე სარეგისტრაციო ფორმაში მიუთითებს  მისთვის სასურველ ფორმატს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას წარმოდგენის ფორმატთან დაკავშირეით იღებს კონფერენციის მომხსენებელთა შესარჩევი კომისია.

  1. პოსტერების  პრეზენტაციის მომხსენებელი (სასურველია მოსწავლეებთან ერთად) სპეციალურად გამოყოფილ საგამოფენო სივრცეში  წარმოადგენს მის მიერ განხორციელებულ აქტივობას/პროექტს პოსტერ პრეზენტაციის სახით (იხ. ნიმუშები და დამატებითი ინფორმაცია პოსტერ პრეზენტაციის შესახებ);
  2. პლენარულ სესიაზე მომხსენებელს ეძლევა 15-20 წუთი პრეზენტაციისათვის და ის მონაწილეობს სესიაში მონაწილე სხვა მომხსენებლებთან ერთად დისკუსიაში.

 

მომხსენებელთა შერჩევა

კანდიდატის მიერ წარმოდგენილი აბსტრაქტი შეფასდება კონფერენციის მომხსენებელთა შესარჩევი კომისიის მიერ, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან დარგის სპეციალისტები. შერჩეულ მომხსენებლებს გაეწევათ შემდგომი კონსულტაცია და  ტექნიკური დახმარება კონფერენციაზე საკუთარი ნამუშევრის წარმოსადგენად. წარმოდგენილი აბსტრაქტები შეფასდება მოცემული რუბრიკის გამოყენებით.

იმისათვის, რომ წარმოდგენილი აბსტრაქტი ექვემდებარებოდეს შეფასებას, ის უნდა:

1. შეესაბამებოდეს კონფერენციის თემატიკას;
2. გამოგზავნილ იქნას მიმთითებულ ვადებში;
3. აკმაყოფილებდეს  ფორმატის შემდეგ  მოთხოვნებს:  

დადგენილი წესების დარღვევით წარმოდგენილი აბსტრაქტები არ განიხილება. კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

 

მასწავლებელთა კონფერენციის მნიშვნელოვანი თარიღები

ეტაპი თარიღი
 მომხსენებელის რეგისტრაცია და აბსტრაქტების ჩაბარება  5 მარტი - 15 აპრილი  
 აბსტრაქტების შეფასება და უკუკავშირის გაგზავნა  15 - 25 აპრილი
 საორიენტაციო შეხვედრა/კონსულტაციები  27 - 30 აპრილი
 პრეზენტაციის სამუშაო ვერსიის წარდგენა (ელ. ფორმით  7 მაისი
 ავტორთა მიერ საბოლო ნამუშევრების ჩაბარება  18 მაისი
 კონფერენციაში მონაწილეთა რეგისტრაცია  30 მაისი
 კონფერენციის ჩატარების თარიღი  9 ივნისი

 

კონფერენციაში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 30 მაისს 12:00 საათზე.